|
2017-08-01 10:03:08, 2719 ნახვა
სამართალი
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება
ე.წ. ციანიდის საქმეზე დღეს საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსანი ირაკლი ფირცხალავა დაიკითხება. ფირცხალავას მის განცხადებასთან დაკავშირებით დაუსვამენ კითხვებს, რომლის თანახმადაც, ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე შსს-ს აგენტი იყო. „კიდევ ერთხელ იმ ყველაფრის ხაზგასასმელად, რასაც ჩვენ ვამბობდით, რომ ეს იყო თავიდან ბოლომდე დადგმული სპექტაკლი და ირაკლი მამალაძე შემთხვევით მოწმე არ იყო და ის იყო აგენტ-პროვოკატორი რეალურად“, - აღნიშნა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა გიორგი ფანცულაიამ. პროცესი თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზეა ჩანიშნული. შეგახსენებთ, გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებული მამა გიორგი მამალაძე პატრიარქის მდივან-რეფერენტის შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობას ამზადებდა ანგარებით, თანამდებობრივი მდგომარეობის და მატერიალური სარგებლის შენარჩუნების მოტივით. მათივე ცნობით, მიღებული ქიმიური, ტოქსიკოლოგიური და სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნებით დადგინდა, რომ ბრალდებულის ბარგიდან ამოღებული ნივთიერება წარმოადგენს სწრაფი მოქმედების ძლიერ შხამს - ნატრიუმის ციანიდს, რომლის ოდენობა საკმარისი იყო რამდენიმე ადამიანის სიცოცხლის მოსასპობად. აქედან გამომდინარე, საქმე სასამართლოში წარიმართა სსკ-ის 18, 109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობის მომზადება ანგარებით), რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გარდა აღნიშნულისა, გიორგი მამალაძეს ბრალი წარდგენილი აქვს ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვისთვის, საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)