|
2017-07-31 21:21:20, 2411 ნახვა
პოლიტიკა
BBC: პენსის ვიზიტი: საქართველო აშშ-ის ორბიტაზე ბრუნდება
“საქართველო შეერთებული შტატების ორბიტაზე ბრუნდება"- ამ სათაურით სტატიას BBC-ის რუსული სამსახური ავრცელებს. სტატიის ავტორი ანალიტიკოსების შეფასებებს გადმოსცმეს და ამბობს, რომ შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი 4-დღიანი ტურნეს ფარგლებში ტალინს, თბილისსა და პოდგორიცას მოინახულებს- სამ ქვეყანას, რომლებიც რუსული საფრთხის წინაშე არიან. ანალიტიკოსების განცხადებით, ამერიკის ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლის პირველი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში აჩვენებს, რომ ვაშინგტონი კვლავ დიდ ყურადღებას აქცევს ახალ, არატრადიციულ მოკავშირეებსა და პარტნიორებს. სტატიაში ნათქვამია, რომ მაიკ პენსის ტურნე დაიწყო კვირას, იმ დღეს, როდესაც საქართველოში ვაზიანის სამხედრო აეროდრომზე ნატო-სა და მისი პარტნიორების მრავალეროვნული სამხედრო წვრთნა "ღირსეული პარტნიორი 2017" დაიწყო და რომელშიც ნატო-ს წევრი და პარტნიორი 8 ქვეყანა იღებს მონაწილეობას.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)