|
2017-07-31 19:44:12, 2399 ნახვა
პოლიტიკა
თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები მაიკ პენსს ელოდებიან
თავისუფლების მოედანზე მოქალაქეები და პოლიტიკოსები არიან შეკრებილი. ისინი ელოდებიან ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს, რომლის ესკორტიც ამწუთებში დაიძრა თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან. მოქალაქეებს სურთ, მიესალმონ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს და გამოხატონ მისდამი მხარდაჭერა. პუშკინის სკვერში სხვადასხვა სახის ღონისძიება მიმდინარეობს. თავისუფლების მოედანზე იმყოფება ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე თამარ ხულორდავა. მისი განცხადებით, აშშ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მხარდამჭერია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის. „ეს ვიზიტი ცხადყოფს, რომ საქართველოს მიმართ აქვს სტრატეგიული ინტერესები აშშ-ს და რომ სანდო და საიმედო პარტნიორია საქართველო რეგიონში. ამ ვიზიტის მნიშვნელობა ძალიან დიდია“,-აღნიშნა თამარ ხულორდავამ. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით რამდენიმე წუთის წინ, მეუღლესთან ერთად ეწვია.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)