03:13 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 18:47:07, 2521 ნახვა

საზოგადოება
შსს-ს აშშ-ის ენერგეტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა ორი სპეციალური მანქანა საჩუქრად გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტს აშშ-ს ენერგეტიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა საჩუქრად გადასცა ბირთვული და რადიაციული საფრთხეების აღმომჩენი ორი სპეციალური მანქანა, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე აპარატურით.

განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლები აღნიშნული ავტომანქანების მეშვეობით ოკუპირებული ტერიტორიების გამყოფი ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ქიმიური, ბირთვული, რადიაციული და ბიოლოგიური მიმართულებით არსებული პოტენციური საფრთხეების პრევენციას, აღმოჩენას და მათზე შემდგომ რეაგირებას უზრუნველყოფენ.

მიმდინარე წლის 14-18 მაისს აშშ-ს ენერგეტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ექსპერტებმა შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაციული და ბირთვული საშიშროების აღმოჩენის სპეციალური სამმართველოს 18 თანამშრომელს 5 დღიანი ტრენინგი ჩაუტარეს, რომელიც ბირთვული და რადიაციული საფრთხეების აღმომჩენი მანქანების მუშაობის მექანიზმის შესწავლას და მათ სწორად გამოყენებას მოიცავდა.

კურსი თბილისში, ამავე სამმართველოს განახლებულ ადმინისტრაციულ შენობაში ჩატარდა.

კურსდამთავრებულებს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე მერაბ მალანიამ, შინაგან საქმეთა განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორმა გიორგი ყაყიჩაშვილმა და აშშ-ს ენერგეტიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ბირთვული კონტრაბანდის აღმოჩენისა და შეკავების დანაყოფის რეგიონულმა მრჩეველმა სანდრო ვოლსკიმ შესაბამისი სერთიფიკატები გადასცეს.

 

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics