|
2017-07-31 15:46:32, 2362 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
მაიკ პენსი: რუსეთი ძალის გამოყენებით განაგრძობს საერთაშორისო საზღვრების შეცვლის მცდელობებს
„რუსეთი განაგრძობს ძალის გამოყენებით საერთაშორისო საზღვრების შეცვლის და სუვერენული ერების დემოკრატიის დარღვევის მცდელობებს“, - ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა მაიკ პენსმა ტალინში, ესტონეთის, ლიტვის და ლატვიის პრეზიდენტებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, ძლიერი და ერთიანი ნატო დღეს უფრო აუცილებელია, ვიდრე კომუნიზმის ჩამოშლის შემდეგ ოდესმე ყოფილა. „ჩვენ ერთად ვდგავართ აქ და მთელს მსოფლიოში, რადგან ვიცით, რომ ძლიერი და ერთიანი ნატო დღეს უფრო აუცილებელია, ვიდრე კომუნიზმის ჩამოშლის შემდეგ ოდესმე ყოფილა. ბალტიისპირეთის ქვეყნებს დღეს არ ემუქრება იმაზე მეტი საფრთხე, რომელსაც აღმოსავლეთში არაპროგნოზირებადი მეზობლის აგრესიის აჩრდილი წარმოადგენს. ამ წუთებში რუსეთი განაგრძობს ძალის გამოყენებით საერთაშორისო საზღვრების შეცვლის და სუვერენული ერების დემოკრატიის დარღვევის მცდელობებს და ცდილობს, გაყოს და ერთმანეთის წინააღმდეგ განაწყოს ევროპის თავისუფალი ერები. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, უარყოფს ძალის გამოყენების, მუქარის, დაშინების ან მავნე გავლენის მოხდენის ნებისმიერ მცდელობებს ბალტიისპირეთის ქვეყნებისა და ან რომელიმე ჩვენი მოკავშირე პარტნიორის წინააღმდეგ“, - განაცხადა მაიკ პენსმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)