03:13 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-31 15:30:27, 2245 ნახვა

საზოგადოება
ზაზა სოფრომაძე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის კურსს დაესწრო

ჯანდაცვის ფინანსირებაზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონული ოფისის ორგანიზებულ კურსს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე დაესწრო.

სამინისტროს ინფორმაციით, ოთხდღიან სასწავლო კურსზე ჯანდაცვის სისტემის დაფინანსების პოლიტიკის ამოცანები, ინსტრუმენტები, სტრატეგიული შესყიდვები, თანხების აკუმულირებისა და ფრაგმენტაციის საკითხები საქართველოს, ლატვიის, აზერბაიჯანისა და ყირგიზეთის მაგალითებზე განიხილეს.

კურსის დასრულებისას ქვეყნების მიხედვით სასწავლო მასალებზე დაყრდნობით ერთ-ერთი მაგალითი დაამუშავეს და არსებული პრობლემების გადაჭრის გზებზე პრეზენტაციები და პოსტერები წარადგინეს. ნამუშევრები ფარული კენჭისყრით შეფასდა და გამარჯვებული საქართველო გახდა.

სასწავლო კურსის დასასრულს, დაჯილდოების ცერემონიალზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის ჯანდაცვის სისტემებისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის სამმართველოს დირექტორმა, ჰანს კლუგემ ჯანდაცვის სისტემაში საქართველოს მიღწევები გამოჰყო და ქვეყანაში მიმდინარე პროცესები დადებითად შეაფასა.   

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics