2017-07-31 10:54:39, 2622 ნახვა
საზოგადოება
„მასწავლებლები კონსტიტუციაზე“ – პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ახალი პროექტი იწყება
საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მასწავლებლებისათვის ესეების კონკურსი - ,,მასწავლებლებიკონსტიტუციაზე" გაიმართება.
პროექტს საგანმანათლებლო პორტალი EDU.ARIS.GE განახორციელებს.
პროექტის შესახებ პრესკონფერენციას პრეზიდენტის სასახლეში დღეს ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი 12:00 საათზეგამართავს და მედიას კონკურსის მიზანს და მონაწილეობის პირობებსა გააცნობს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან