|
2017-07-31 10:28:30, 2485 ნახვა
ეკონომიკა
ფინანსთა სამინისტროს ღია კარის დღეებს 800-ზე მეტი მსურველი დაესწრო
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინიციატივით საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე კომპანიების ფინანსური მენეჯერების, ბუღალტრების და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმირების მიზნით ბოლო საჯარო შეხვედრა გაიმართა. სსიპ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის ორგანიზებულ ოთხ საჯარო ლექციას - 21, 24 26 და 28 ივლისს ჯამში, 800-ზე მეტი მსურველი დაესწრო. ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო და საბაჟო პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მათ მიაწოდეს დეტალური ინფორმაცია კანონმდებლობაში შესულ იმ მნიშვნელოვან და პოზიტიურ ცვლილებებზე, რომელიც სულ ახლახან ამოქმედდა. შეხვედრა ინტერაქტიული იყო და ფინანსთა სამინისტროს თანამშრომლებმა უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს. ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა ხუციშვილმა შემაჯამებელ სიტყვაში კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა გადამხდელების ინფორმირების მიზნით ასეთი ტიპის შეხვედრების ჩატარების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ღია კარის დღეების გამართვა ეფექტური მექანიზმია იმისთვის, რომ ყველა ის ცვლილება, რომელიც განხორციელებულია კანონმდებლობაში სწორად იყოს გაგებული გადასახადის გადამხდელების მიერ. საჯარო ლექციას დაესწრნენ ფინანსთა სამინისტროს აკადემიის დირექტორი თამარ ჯაფარიძე და საბაჟო და საგადასახადო პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი მამუკა ბარათაშვილი. ბოლო დღეს, საჯარო ლექცია, ასევე, პირდაპირ ეთერში გადაიცა ფინანსთა სამინისტროს Facebook გვერდის მეშვეობით და დაინტერესებულ პირებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაესვათ მათთვის საინტერესო შეკითხვები კანონმდებლობაში შესულ ცვლილებებთან დაკავშირებით. საგადასახადო და სისხლის სამართლის კოდექსებში შესული ცვლილებების თაობაზე ღია კარის დღეები ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით რეგიონებშიც გაიმართება.
(NS)
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)