|
2017-07-31 09:33:14, 3099 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დღეს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეწვევა
საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის მოწვევით, 31 ივლისსა და 1-ელ აგვისტოს, საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი, მეუღლესთან ერთად ეწვევა. დღეს, 19:00 საათზე, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება (მედიის წარმომადგენლების აეროპორტში მისვლის დრო16:00 საათიდან). აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, მეუღლესა და დელეგაციასთან ერთად, საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლებს. 1-ელ აგვისტოს, 10:15 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართება პრემიერ-მინისტრისა და აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის შეხვედრა, რის შემდეგაც, 11:15 საათზე, პრესისთვისერთობლივი განცხადებები გაკეთდება. 15:15 საათზე, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სწავლება „ღირსეული პარტნიორის" მონაწილე სამხედროებს შეხვდება. მაიკ პენსის ვიზიტი საქართველოში 1-ელ აგვისტოს დასრულდება. აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი თბილისს 16:00 საათზე დატოვებს.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)