2017-07-30 12:50:40, 3061 ნახვა
მსოფლიო
გერმანიის ღამის კლუბში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
გერმანიის ღამის კლუბში მომხდარი სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს.
კლუბში მყოფმა სხვა ადამიანებმა თავს გაქცევით უშველეს. დაჭრილია ერთი პოლიციელი, თუმცა ექიმების განცხადებით, დაზიანებები სიცოცხლისთვის საშიში არ არის.
რაც შეეხება თავდამსხმელს, ის მიყენებული ჭრილობებისგან საავადმყოფოში გარდაიცვალა.
თავდასხმა გერმანიის ქალაქ კონსტანცაში მდებარე ღამის კლუბში ადგილობრივი დროით 4:30 საათზე მოხდა. მოტივი ამ დროისთვის უცნობია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან