2017-07-29 12:36:23, 2690 ნახვა
საზოგადოება
ხარაგაულში სარკინიგზო გვირაბის ჩამონგრევის შედეგად 2 მუშა დაშავდა
ხარაგაულში, სოფელ ანეულასთან, სადაც სარკინიგზო გვირაბების მშენებლობა მიმდინარეობს, გვირაბის ნაწილი ჩამოინგრა.
შემთხვევის შედეგად ორი მუშა დაშავდა.
როგორც „ექსპრესნიუსს“ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში განუცხადეს, ერთი დაშავებული თავის ღია ჭრილობით ხაშურის საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მათივე ცნობით, ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია ადგილზე არსებულ სამუშაო პირობებს გაეცნობა და თავისი კომპეტენციის ფარგლებში რეაგირებას მოახდენს.
რაც შეეხება მეორე დაშავებულს, არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა და იგი თბილისში გადმოჰყავთ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან