2017-07-29 10:41:57, 2531 ნახვა
საზოგადოება
მომდევნო კვირის დასაწყისში რუსული, გერმანული და ფრანგული ენებისა და მათემატიკის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნება მომდევნო კვირიდან განახლდება.
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, კვირის დასაწყისში რუსული, გერმანული და ფრანგული ენებისა და მათემატიკის გამოცდის შედეგები გამოქვეყნდება.
დანარჩენი საგნების შედეგები გამოქვეყნდება გასწორების პროცესის დასრულებისთანავე.
აბიტურიენტებისთვის ზოგადი უნარების გამოცდაში მიღებული ქულებია უკვე ცნობილია.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან