|
2017-07-29 09:39:52, 2044 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმების შესახებ ინფორმაციას უარყოფს
თბილისის მერია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ დედაქალაქის მთავრობამ წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის აქტივისტები დაასაქმა, სიცრუეს უწოდებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თბილისის მერიაში დასაქმებული თითოეული მოხელე და ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოსამსახურე კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით არის დანიშნული. „თბილისის მერია ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, თითქოსდა, დედაქალაქის მთავრობამ წინასაარჩევნოდ მმართველი პარტიის აქტივისტები დაასაქმა. გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და გვინდა, ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ თბილისის მერიაში დასაქმებული თითოეული მოხელე და ხელშეკრულებით აყვანილი საჯარო მოსამსახურე დანიშნულია კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით. ამასთან, მეტი თვალსაჩინოებისთვის განვმარტავთ, რომ 1-ლი ივლისიდან "საჯარო სამსახურის შესახებ"ახალი კანონი ამოქმედდა, რომლის თანახმადაც, საჯარო მოხელის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნულ პირებს უფლებამოსილებები შეუწყდათ, რაც შესრულდა დადგენილი წესით და მოვალეობის შემსრულებლებმა საკუთარი საქმიანობა განაგრძეს თბილისის მერიასთან სახელშეკრულებო ურთიერთობებით, კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად. გარდა ამისა, ახალი კანონით თბილისის მერიასა და ყველა საჯარო სამსახურს დაევალა გაეუქმებინა იმ პირების შტატები, რომლებიც ასრულებდნენ დამხმარე, ტექნიკურ ან დროებით ფუნქციებს და აღნიშნული ადამიანები თბილისის მერიაში საქმიანობას შრომითი ხელშეკრულებებით განაგრძობენ. ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ახალი კანონის ამოქმედების მომენტიდან, არც ერთი დამატებითი თეთრი სახელფასო ფონდიდან არ გასულა და თბილისის მერია ჩვეულ რეჟიმში, იმავე საშტატო რიცხვოვნობით განაგრძობს ქალაქისთვის სასიკეთო და მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელებას, როგორც ეს აქამდე იყო. რაც შეეხება კიდევ ერთ ტყუილს, თითქოს, დედაქალაქის მერია მალავს ხელშეკრულებებით დასაქმებულ პირთა სიას, საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ კანონმდებლობით დადგენილია პერსონალურ მონაცემთა გასაჯაროების წესი, კერძოდ, საჯარო დაწესებულება უფლებამოსილია მონაცემთა სუბიექტის თანხმობის გარეშე გაასაჯაროვოს პერსონალური მონაცემი, თუ სუბიექტი თანამდებობის პირია, დანარჩენ შემთხვევაში პერსონალური მონაცემი დაცულია გამჟღავნებისაგან, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და საფუძვლებისა. მედიასაშუალების ეთერში გასული სიუჟეტი ცრუ ინფორმაციასთან ერთად გადაუმოწმებელ ფაქტებსაც შეიცავდა. მაგალითისთვის, სიუჟეტში დასახელებული მედეგობის მრჩეველი, რომელიც თითქოსდა მერზე მაღალ ხელფასს იღებს, გახლავთ პირი, რომელსაც თბილისის მერიისგან ხელფასი არ ერიცხება და მისი შრომის ანაზღაურებას როკფელერის ფონდი უზრუნველყოფს - პროექტ „100 მედეგი ქალაქის“ ფარგლებში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, გავრცელებული ინფორმაცია მერიის საქალაქო სამსახურებში, სსიპ-ებსა და ა(ა)იპ-ებში მმართველი პარტიის აქტივისტების დასაქმების შესახებ არის ტყუილი და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ემსახურება“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)