2017-07-28 19:30:05, 2574 ნახვა
საზოგადოება
„ბავშვთა სამყაროს“ დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
„ბავშვთა სამყაროს დირექტორი გიორგი მაჭავარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
მაჭავარიანს საქალაქო სასამართლომ 50 ათას ლარიანი გირაო შეუფარდა.
ცნობისთვის, გუშინ საქართველოს პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის თანამშრომლებმა, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გაცემული განჩინების საფუძველზე, სახანძრო უსაფრთხოების წესის დარღვევის ფაქტზე ს.ს. „სავაჭრო სახლი ბავშვთა სამყარო"-ს დირექტორი გ.მ, ხოლო სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე ამავე საზოგადოების შიდა უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი მ.თ დააკავეს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან