03:13 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-28 15:17:36, 2362 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივი დოკუმენტების რესტავრაციის სტატისტიკას აქვეყნებს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორიაში 2017 წლის 6 თვის განმავლობაში სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაოები ჩაუტარდა: 14 221 ქაღალდის და 30 ეტრატის ფურცელს, 770 ფოტოპოზიტივს, 14 რუკას, 35 ტექნიკურ ნახაზს, 5 აფიშას, 68 გაზეთს და სხვა საარქივო მასალას.

რესტავრირებულ დოკუმენტებს შორის არის საისტორიო ცენტრალური არქივის ძველ საბუთთა განყოფილებაში დაცული მე-18-მე-19 საუკუნეების 200-მდე საბუთი, მათ შორის: მეფების სიგელები, წყალობის, ნასყიდობის წიგნები, განაჩენები, სხვა ისტორიული საბუთები.

გარდა ამისა, სარესტავრაციო სამუშაოები ჩაუტარდა საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის დოკუმენტებს.

უახლესი ისტორიის არქივის რესტავრირებულ დოკუმენტებს შორისაა: ჟორჟ ბიზეს ოპერა „კარმენის" კლავირი; ა.შანიძის მიერ შედგენილი ქართული ენის გრამატიკის პროგრამები, სახელმძღვანელო გეგმები, ჩანაწერები ექსპედიციის შედეგების გამოცემისათვის და სხვა.

რესტავრირებულ ფოტოდოკუმენტებს შორის აღსანიშნავია ზემო ავჭალის ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის (1922-24 წწ.) ფოტოალბომი; საგურამოში ილია ჭავჭავაძის   სახლ-მუზეუმის გახსნის  (1951 წლის 27 მაისი) ფოტოალბომი.

აღსანიშნავია, რომ ბოლო წლებში ეროვნული არქივის რესტავრაციის ლაბორატორია თანამედროვე სტანდარტების აპარატურითა და ინვენტარით აღიჭურვა, რაც შესაძლებელს ხდის კიდევ უფრო მაღალი დონის სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოების ჩატარებას და რესტავრატორთათვის უსაფრთხო გარემოს შექმნას.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics