|
2017-07-28 10:01:26, 2242 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სააკაშვილი: როგორც უკრაინაში ჩემი ჩასვლა ნიშნავს პოროშენკოს დამხობას ამ ყველაფრის შემდეგ, საქართველოშიც იგივეა
„რეპრესია მოსალოდნელი იყო. მე პატარა ბავშვი არ ვარ, საქართველოში ტყუილად არ ჩავიდა პოროშენკო და ივანიშვილს ტყუილად არ შეხვდა“, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში განაცხადა. როგორც ყოფილმა პრეზიდენტმა აღნიშნა, „ოლიგარქებისთვის, რომლებიც უკრაინას მართავენ“, ის „სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხედ“ იქცა. „ოლიგარქებისთვის, რომლებიც მართავენ უკრაინას, პოროშენკოს სახით და ახმეტოვის და სხვების, ეჭვს არ წარმოადგენდა არასდროს, რომ მათი მთავარი პრობლემა ვიყავი მე, უბრალოდ ახლა, მათ ეს საჯაროდ განაცხადეს და ეს ნათელი გახდა უკრაინელებისთვის. ამ ოლიგარქებისთვის მე ვიქეცი სამკვდრო-სასიცოცხლო საფრთხედ. უკრაინაში მე მყავს ძალიან ძლიერი ორგანიზაცია. 100 ათასი აქტივისტი მხოლოდ ჩემ ორგანიზაციაში, 26 რეგიონში დიდი შტაბები, ძალიან საინტერესო ქსელი ახალგაზრდების კონკრეტულ სფეროში მოღვაწე ადამიანების, ბიზნესმენების. ამ ხალხთან ერთად ვაპირებთ უკრაინაში ხელისუფლების შეცვლას. რა თქმა უნდა, რაღაც რეპრესია მოსალოდნელი იყო. მე პატარა ბავშვი არ ვარ. საქართველოში ტყუილად არ ჩავიდა პოროშენკო, ივანიშვილს ტყუილად არ შეხვდა და ბათუმში ჩასვლა ტყუილად არ მოიგონა, იმიტომ, რომ ურეკში უნდოდა შევლა, ტყუილად არ ილაპარაკეს დიდი ხანი. რა თქმა უნდა, რაღაც ნაბიჯს გადადგამდნენ. ჩემი ინფორმაციით, როცა იყო საქართველოში ჩასული, იყო ივანიშვილთან ურეკში, ილაპარაკეს ამ თემებზე. პრობლემა იმაშია, რომ ივანიშვილსაც არ სჭირდება ჩემი საქართველოში ჩაყვანა. ასე რომ, ეს გააკეთა მაშინ, როცა არ ვიყავი უკრაინაში, ვინაიდან უკრაინაში რომ ვყოფილიყავი, მაშინ უნდა ყოფილიყო საუბარი საქართველოში ექსტრადიციაზე. საქართველოს ჩემი გადმოცემა არ სჭირდება. როგორც უკრაინაში ჩემი ჩასვლა ახლა უკვე ნიშნავს პოროშენკოს დამხობას, ამ ყველაფრის შემდეგ, საქართველოშიც იგივეა“, - განაცხადა სააკაშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)