|
2017-07-27 17:05:27, 1794 ნახვა
საზოგადოება
2017 წელს იაფი აგროკრედიტი ყურძნის შესყიდვისთვის შენარჩუნდება
შეღავათიანი აგროკრედიტის საპროცენტო განაკვეთის სახელმწიფოს მიერ თანადაფინანსების გზით ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის შესაძლებელი გახდება 2017 წლის სეზონზე ყურძნის შესაძენად მიიღონ იაფი ფულად რესურსი, რომელიც გამოყენებული იქნება ფერმერებისგან ყურძნის შესაძენად, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მოსავლის წარმატებით დაბინავებას. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, 15 თვიანი იაფი აგროკრედიტი ყურძნის შესყიდვის მიზმნობრიობით კახეთში 36 თვიანი იაფი აგროკრედიტი რქაწითელის და კახური მწვანეს შესყიდვის მიზმნობრიობით სპირტად გამოხდის შემთხვევაში. უკანასკნელ წლებში საქართველოში ხორციელდება ყურძნის ჩაბარებისა და გადამუშავების ხელშემწყობი პროგრამები. უწყების ინფორმაციით, შეღავათიანი აგროკრედიტი საბრუნავი საშუალებების დასაფინანსებლად 2017 წელს ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ღვინის წარმოებისთვის და საბრენდე სპირტის წარმოების მიზნით გაიცემა, რომელიც ითვალსწინებს: ღვინის ქარხნების მიერ რთველის პერიოდში მიღებული ყურძნის შესასყიდად საჭირო სესხის მოცულობის საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსებას შემდეგი პირობებით. სესხის მაქსიმალური ვადა ღვინის მწარმოებელი ყურძნის ჩამბარებლებისათვის - 15 თვე, სესხის მაქსიმალური ვადა ყურძნისგან სპირტის გამოხდის შემთხვევაში - 36 თვე, სესხის მინიმალური და მაქსიმალური მოცულობა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის ღვინის წარმოებისათვის - 20,000 - 10 000 0000 ლარი, სესხის მინიმალური და მაქსიმალური მოცულობა ყურძნის გადამამუშავებელი საწარმოებისთვის, რომლებიც ყურძნის შეძენას მოახდენენ სპირტის წარმოების მიზნით - 20 000 - 15 000 000 ლარი როგორც ღვინის წარმოებისათვის ასევე სპირტის წარმოების მიზნით ჩაბარებული ყურძნის შემთხვევაში საწარმოების მიერ, სესხის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსება მოხდება სააგენტოს მიერ სესხის ძირითადი თანხის წლიური 8%-ის ოდენობით, რომელსაც სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო გადაიხდის. სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად, მსესხებლის მიერ სესხის გადახდის პარალელურად. როგორც ღვინის წარმოებისათვის ასევე სპირტის წარმოების მიზნით ჩაბარებული ყურძნის შემთხვევაში საწარმოების მიერ აღებული სესხის დაფარვა მოხდება არასტანდარტული გრაფიკით. საფინანსო ინსტიტუტის მიერ ბენეფიციარისთვის საშეღავათო პერიოდი, როგორც ძირითადი თანხის, ასევე საპროცენტო სარგებლოს გადახდაზე განსაზღვრული იქნება არანაკლებ 2018 წლის 15 იანვრამდე, ხოლო სპირტის წარმოების მიზნით ჩაბარებული ყურძნის შემთხვევაში 2018 წლის 15 მაისამდე. თითოეულმა საწარმომ, რომელიც ისარგებლებს შეღავათიანი აგროკრედიტით საბრუნავი საშუალებებისთვის უნდა წარმოადგინოს ღვინის ეროვნული სააგენტოს გაცემული დოკუმენტით გადამუშავებული ყურძნის მოცულობასა და ღირებულების შესახებ და მხოლოდ ამის შემდეგ განხორციელდება პროცენტის თანდაფინანსება. საწარმოებს , რომლებსაც სურთ საბრუნავი შეღავათიანი აგროკრედიტის აღება სპირტის წარმოების მიზნით, სააგენტო განახორციელებს მხოლოდ „რქაწითელისა“ და კახური მწვანეს“ ჯიშების ყურძნის შესაძენად აღებული კრედიტის საპროცენტო სარგებლის თანადაფინანსებას. სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეღვინეობის დარგის ხელშეწყობის მიზნით 2013 წლიდან დღემდე ანხორციელებს სხვადასხვა სახის მასტიმულირებელ პროექტებს რომლის ფარგლებშიც წახალისდა, როგორც წვრილი ასევე მსხვილი საწარმოების შექმნა, რომლებსაც მნიშვნელოვან წვლილი შეაქვთ რთველის წარმატებით ჩატარებაში, შეღავათიანი აგროკრედიტის ფარგლებში ალკოჰოლური სასმელების, ღვინის, სპირტის, ბრენდის წარმოების მიმართულებით შეიქმნა 24 ახალი საწარმო და გაფართოვდა 48. სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ განხორციელებული საპროცენტო ხარჯის თანადაფინანსება საბრუნავი საშუალებებისთვის ზრდის მეწარმეებისთვის შეღავათიან ფინანსებზე ხელმისაწვდომობას. 2017 წელს აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში დაიზღვა 5,123 ჰა ვენახი. გაცემული პოლისების რაოდენობა 6,796, ხოლო სადაზღვევო ლიმიტი 42,422,837 ლარს შეადგენს. სახელმწიფოს მიერ გადახდილი პრემია 1,802,970 ლარს შეადგენს. (NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)