|
2017-07-27 15:44:16, 2937 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
კაპანაძე: სააკაშვილის ექსტრადირების მცდელობით, ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი კიდევ უფრო გაუარესდება
„ევროპული საქართველოს“ წევრის, სერგი კაპანაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ექსტრადირებას შეეცდება. როგორც კაპანაძემ აღნიშნა, ამით ქვეყნის რეპუტაცია კიდევ უფრო დაზიანდება. „დიდი ალბათობით საქართველოს ხელისუფლება გააგრძელებს პოლიტიკურ დევნას და შეეცდება მოახდინოს ექსტრადირება საქართველოს მესამე პრეზიდენტის. ეს ძალიან დიდი შეცდომა იქნება იმიტომ, რომ ის დაზიანებული რეპუტაცია, რომელიც ჩვენ გვაქვს პოლიტიკური დევნის შედეგად კიდევ უფრო იქნება დაზიანებული. საბოლოო ჯამში, არაფერი გამოუვათ, მაგრამ შედეგი იქნება ის, რომ ჩვენი ქვეყნის პრესტიჟი ამ მცდელობის შედეგად კიდევ უფრო გაუარესდება“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. როგორც ცნობილია, საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეულია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდების მოტივით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)