07:05 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 15:34:39, 2286 ნახვა

ეკონომიკა
რაჭა-ლეჩხუმში 2019 წლიდან ხვანჭკარის ღვინის წარმოება ადგილზე მოხდება

„ჩვენ შეგვაქვს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან ხვანჭკარის ღვინო-მასალის წარმოება, უშუალოდ გადამუშავება-დადუღების პროცესი  ამ ადგილწარმოშობის დასახელების ტერიტორიაზე უნდა მოხდეს“,-ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მინისტრის თქმით, ღვინის მწარმოებელ კომპანიებს 2019 წლიდან ვადა ეძლევათ იმისთვის, რომ თადარიგი დაიჭირონ.

"ჩვენ გვექნება ერთი სიახლე, რომელიც უკავშირდება რაჭა-ლეჩხუმის რეგიონს. აქაც მიმდინარეობს ორგანიზაციული კუთხით გაუმჯობესება. რამდენიმე ახალი საწარმო შეიქმნა, ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ეს საწარმოები იქნება უკვე მუშა მდგომარეობაში. შესაბამისად, გაჩნდა რა საწარმოო სიმძლავრეები რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, ცნობილი ადგილ-წარმოშობის დასახელების ღვინის ხვანჭკარის შემთხვევაში. ჩვენ შეგვაქვს ცვლილებები, რომლის მიხედვითაც 2019 წლიდან ხვანჭკარის ღვინო-მასალის წარმოება, უშუალოდ გადამუშავება-დადუღების პროცესი თვითონ ამ ადგილწარმოშობის დასახელების ტერიტორიაზე უნდა მოხდეს, რაც ვფიქრობ, მნიშვნელოვანი სიახლეა რეგიონის მოსახლეობისათვის, ზოგადად ამ ღვინის მწარმოებლებისთვის, რადგან ხშირად იყო ასეთი სურვილი, მოთხოვნა, რომ ადგილზე მომხდარიყო დღგ-ს შექმნა, ყურძნის გადამუშავებაც. ამავე დროს ჩვენ გვესმის, რომ ეს უნდა იყოს უმტკივნეულო გადასვლა ახალი წარმოების წესებზე და შესაბამისად, ვადას ვაძლევთ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს, რომ 2019 წლიდან მათ უკვე თადარიგი დაიჭირონ, საწარმოო სიმძლავრეები თუ დამატებითი ინვესტიციები, რაც საჭიროა ღვინის საწარმოებლად, რეგიონში განახორციელონ", - განაცხადა მინისტრმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics