15:22 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 14:54:44, 2725 ნახვა

პოლიტიკა კომენტარი
ლევან დავითაშვილი: პოლიტიკურად თუ შევხედავთ, სააკაშვილი გაკოტრებული ფიგურაა

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის ჩამორთმევის საკითხზე ისაუბრა.

„რაც შეეხება მისი გადმოცემის საკითხს, რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ეს საკითხი ქართულ მხარეს ჯერ კიდევ 2014 წელს აქვს დასმული, შემდგომში კი 2015 წელს დამატებითი ინფორმაციაა წარდგენილი. დანარჩენზე კი უკრაინის სამართალდამცავებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. რაც შეეხება მოქალაქეობის საკითხს, ამასაც კანონი განსაზღვრავს და იურიდიული ნორმების შესაბამისად იქნება“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც ცნობილია, საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეულია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდების მოტივით.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
მიხეილ სააკაშვილი: სპონტანური საპროტესტო აქციები რეჟიმისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს წარმოადგენდა
ენმ-ის თავმჯდომარე: ოპოზიციურ ალიანსში გაწევრიანების გადაწყვეტილება სააკაშვილის ინიციატივით იქნა მიღებული
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics