|
2017-07-27 14:33:20, 2379 ნახვა
პოლიტიკა კომენტარი
სუბარი სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევაზე: დადგება დღე და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს
„ზოგადად ძალიან უცნაურია, რომ ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მიდის სხვა ქვეყანაში და იღებს მოქალაქეობას, გაკოტრებული პოლიტიკოსი დაინახა უკრაინის ხელისუფლებამაც“,-ამის შესახებ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა ჟურნალისტებს განუცხადა. როგორც მინისტრმა აღნიშნა, სააკაშვილს აბსოლუტურად კანონიერად ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა, როცა მან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. "უკრაინელი ხელისუფლების მხრიდან რაც წავიკითხე ისაა, რომ სააკაშვილმა მოქალაქეობის მიღებისას გარკვეული ინფორმაცია დამალა. შესაბამისად, მიიღეს კანონის მიხედვით გადაწყვეტილება. დარწმუნებული ვარ, რომ ისინი იმოქმედებენ კანონის შესაბამისად. რაც შეეხება, ექსტრადიციის საკითხს ამაზე არსებობს ჩვეულებრივი პროცედურები და ამ მხრივ არავინ არ იქნება ერთმანეთისგან განსხვავებული. დადგება დღე და ყველა დამნაშავე პასუხს აგებს. სააკაშვილს აბსოლუტურად კანონიერად ჩამოერთვა საქართველოს მოქალაქეობა, როცა მან სხვა ქვეყნის მოქალაქეობა მიიღო. ზოგადად ძალიან უცნაურია, რომ ერთი ქვეყნის პრეზიდენტი მიდის და სხვა ქვეყანაში იღებს მოქალაქეობას. გაკოტრებული პოლიტიკოსი დაინახა უკრაინის ხელისუფლებამაც", - განაცხადა სუბარმა. როგორც ცნობილია, საქართველოს ექს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობა ჩამორთმეულია უკრაინის პრეზიდენტის ბრძანებით, მოქალაქეობის მიღების პროცედურის დროს არასწორი ინფორმაციის მიწოდების მოტივით.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)