01:38 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-27 14:27:21, 3118 ნახვა

პოლიტიკა
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციამ, საქართველოს ექს პრეზიდენტის, ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევასთან დაკავშირებით განმარტება გააკეთა.

უკრაინის  პრეზიდენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა „ინტერფაქსს“ დაუდასტურა, რომ  პოროშენკომ რეკომენდაციის საფუძველზე, სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის განკარგულებას ხელი მოაწერა.

პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტი საიტზე არ გამოქვეყნდება, გამომდინარე იქიდან, რომ  ინფორმაცია კონფიდენციალურია.

პოროშენკოს ადმინისტრაციაში განმარტავენ, რომ საიმიგრაციო სამსახურმა წარადგინა სარწმუნო ფაქტები მოქალაქეობის განაცხადის გაფორმებისას, არასაიმედო ინფორმაციის მოწოდების შესახებ, რის შემდეგაც მოქალაქეობის საკითხებში პრეზიდენტთან არსებულმა კომისიამ მხარი დაუჭირა შუამდგომლობას, მიხეილ სააკაშვილისთვის უკრაინის მოქალაქეობის შეწყვეტის შესახებ და პრეზიდენტს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება ურჩია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics