2017-07-27 10:49:36, 2244 ნახვა
საზოგადოება
წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია
წაღვერის ტყეში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია, ამ დროისთვის ცეცხლის მცირე კერების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ამ დროისთვის ხანძრის ღია კერები ლოკალიზებულია და მეხანძრეები კვალმდენი ადგილების სრულად ჩაქრობას ცდილობენ.
დილიდან სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო ვერტმფრენიც. დამწვარია შერეული ტყის ორი ჰექტარი მიწის ფართობი. ხანძრის სავარაუდო გამომწვევ მიზეზად დაუდევრობა ან მაღალი ტემპერატურა სახელდება.
არჯევანიძის ტყეში ხანძარი გუშინ
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან