2017-07-27 00:51:22, 2398 ნახვა
საზოგადოება
რუსთავი 2 -ში ხანძარი ჩააქრეს
ტელეკომპანია "რუსთავი2"-ში ხანძარი უკვე ლოკალიზებულია როგორც "ექსპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცნობეს. მათივე ინფორმაციით ხანძარს 6 სახანძრო მანქანა აქრობდა.
"შსს-ს შესაბამისი დანაყოფები მობილიზებულია "რუსთავი 2"- ის შენობასთან. მეხანძრე-მაშველების ოპერატიული რეაგირების შედეგად ხანძარი ლოკალიზებულია" - განაცხადა, შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა თეა პერტაიამ.
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"- ის შენობაში ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა, წინასწარი ცნობით დამწვარია 40 კვ.მ მდე ფართი.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან