09:26 - 25 Apr, 2026
|
2017-07-26 15:30:59, 2438 ნახვა
სამართალი
ოთარ კახიძეს აქციაზე იარაღის ტარებისთვის 500 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა
პარტია „ევროპული საქართველოს“ წევრს ოთარ კახიძეს საქალაქო სასამართლომ აქციაზე იარაღის ტარებისთვის 500 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გარდა ამისა, დეპუტატს ერთი თვის ვადით იარაღის ტარების უფლება ჩამოერთვა. კახიძის თქმით, სასამართლომ კანონიერი გადაწყვეტილება მიიღო. „ეს არის ჩემი შეფასებით ასევე სამართლიანი. როგორც კი გადმომცემენ დადგენილებას, დავემორჩილები მას", - აღნიშნა კახიძემ. შეგახსენებთ, 23 ივლისს, აღმაშენებლის გამზირზე, სადაც „ევროპული საქართველოს“ აქცია მიმდინარეობდა, დეპუტატი ოთარ კახიძე ცეცხლსასროლი იარაღით გადაადგილდებოდა. როგორც მან მოგვიანებით განმარტა, იგი ლეგალურად ფლობს „გლოკ 19“ ტიპის პისტოლეტს და როგორც პარლამენტის წევრს, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების უფლება.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)