|
2017-07-26 15:07:43, 2037 ნახვა
საზოგადოება
დაბა მანგლისში ფორუმი „დარეგისტრირდი და გახდი მესაკუთრე“ გაიმართა
იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს ინიციატივით, მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის შესახებ ინფორმირებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის გაზრდის მიზნით, 25 ივლისს, დაბა მანგლისში მიწის რეგისტრაციის ფორუმი გაიმართა. სააგენტოს ცნობით, შეხვედრაზე ადგილობრივ მოსახლეობას კერძო, საერთაშორისო და სახელმწიფო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა საპილოტო პროექტში ჩართვის შედეგად მიღებული სარგებელი დეტალურად გააცნეს. ფორუმი საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ გახსნა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, მიწით მოსარგებლეებსა და მართლზომიერ მფლობელებს მანგლისში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის დაწყება აცნობა. საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია და წინასწარ შერჩეულ 12 დასახლებაში სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე, ყველა მიწის ნაკვეთის რეგისტრაციას გულისხმობს. დაბა მანგლისი პირველია იმ დასახლებათაგან, რომელიც საპილოტო პროექტისთვის გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით იქნა შერჩეული. პროექტის ფარგლებში, რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურას საჯარო რეესტრი, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების, მედიატორების, კონტრაქტორი კომპანიისა და რეგიონული ფასილიტატორების დახმარებით, მოქალაქის ნაცვლად, თავად ახორციელებს . მანგლისის ცენტრალურ პარკში სპეციალურად მოწყობილ პავილიონებში მოსახლეობას სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტთან მიმართებაში საკუთარი პროგრამები და საქმიანობები სოფლის მეურნეობის სამინისტროს ირიგაციის პროექტის კომპონენტის, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, გარემოს დაცვის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, პროექტის: „აწარმოე საქართველოში", გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააცნეს. ფორუმზე მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტთან დაკავშირებით განიხილებოდა შემდეგი საკითხები: მიწის რესურსების გამოყენება, ადგილობრივი საწარმოების, კოოპერატივების, საბაღე მეურნეობების, ფერმერული მეურნეობების დაარსება და მაღალმთიან რეგიონებისთვის გათვალისწინებული სახელმწიფო მხარდაჭერა/ შეღავათები, ადგილობრივი საგრანტო პროგრამები, მუნიციპალური სერვისები და სხვ. „დაბა მანგლისში მცხოვრებ მოსახლეობასთან სრულფასოვანი კომუნიკაცია ხელს შეუწყობს როგორც პროექტით დაინტერესებასა და მაქსიმალურ ჩართულობას, ისე ფორუმის ორგანიზატორებსა და მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს შორის დიალოგის გამართვას. ჩვენი მიზანია საპილოტო პროექტი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართოს, ხოლო რეგისტრაციის პროცედურები ყველა მოქალაქისთვის იყოს მარტივი და მკაფიო. ... ამ ფორუმით მოვუწოდებთ მოსახლეობას, რომ იაქტიურონ, დაირეგისტრირონ საკუთრება, რაც შესაძლებლობას მისცემს უძრავი ქონება უფრო პროდუქტიულად გამოიყენონ, დადონ სხვადასხვა ქონებრივი გარიგება და გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა", - განაცხადა საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ პაპუნა უგრეხელიძემ. მანგლისის ფორუმის საორგანიზაციო საკითხების უზრუნველსაყოფად, მოხალისეთა მობილიზებისთვის დამატებითი აქტივობაც იყო გათვალისწინებული. „გახდი საპილოტო პროექტის მოხალისე!" – აქტივობის აპლიკანტებს ფორუმის დასასრულს სპეციალური სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
(NS)
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
პოლტავის რეგიონში რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, 31 დაიჭრა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)