15:04 - 24 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 13:58:29, 786 ნახვა

რეგიონი
აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული ბავშვი მოინახულა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა ზაალ მიქელაძემ და მინისტრის პირველმა მოადგილემ ლელა სურმანიძემ, მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალურ ჰოსპიტალში, სახლის ჩამონგრევის შედეგად დაშავებული 7 წლის ბავშვი მოინახულეს.

სამინისტროს ცნობით, დაშავებულის მდგომარეობა სტაბილურია.

შემთხვევა ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბანში წუხელ მოხდა. ნგრევის შედეგად ბავშვთან ერთად დედა და დეიდა დაზარალდა. ქალბატონებს სამედიცინო დახმარება ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გაეწიათ, პაციენტებმა კლინიკა უკვე დატოვეს. სახლი, რომელშიც შემთხვევა მოხდა სიძველისგან იყო ავარიული.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics