|
2017-07-26 13:33:50, 2898 ნახვა
პოლიტიკა
„კომისიის როლი არ არის, დააწესოს კონკრეტული გადაწყვეტილება“ - ჯანი ბუკიკიო ოპოზიციას პასუხობს
„კომისიას კვლავ მიაჩნია, რომ გამოსავლის მიღწევა უნდა მოხდეს დიალოგის გზით, რომლის მიზანიც იქნება რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის მიღწევა. ვენეციის კომისიის პრეზიდენტი ჯანი ბუკიკიო ოპოზიციურ პარტიებს საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით წერილით მიმართავს. „ძვირფასო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებო, გმადლობთ ახალი წერილისთვის. ვენეციის კომისიას კვლავ მიაჩნია, რომ გამოსავლის მიღწევა უნდა მოხდეს დიალოგის გზით, რომლის მიზანიც იქნება რაც შეიძლება ფართო კონსენსუსის მიღწევა. ამ კონსენსუსის მიღწევა უნდა მოხდეს საქართველოს პოლიტიკურ ძალებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ ის უნდა ეფუძნებოდეს ვენეციის კომისიის მოსაზრებებს, კომისიის როლი არ არის დააწესოს კონკრეტული გადაწყვეტილება“, - ნათქვამია ჯანი ბუკიკიოს წერილში.
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)