02:35 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 12:03:54, 2023 ნახვა

საზოგადოება
საზოგადოებრივ ცენტრებში მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტი განხორციელდება

დაბა მანგლისის მოსახლეობასთან მიწის სისტემური რეგისტრაციის საპილოტო პროექტის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ინფორმაციით, დაბა მანგლისი პირველია იმ დასახლებათაგან, რომელიც საპილოტო პროექტისთვის გეოგრაფიული მრავალფეროვნების გათვალისწინებით იქნა შერჩეული. მანგლისის შემდეგ, სისტემური რეგისტრაციების სამუშაოები ქვეყნის მასშტაბით კიდევ 11 დასახლებაში: არხილოსკალოში, ჯიმითში, არბოშიკში, სალხინოში (ვანის მუნიციპალიტეტი), კარალეთში, ზარიძეებში, ვედიდკარში, ლახამულაში, საგურამოში, მზისგულსა და შუახევში წარიმართება.

მანგლისში შეხვედრაზე შეკრებილ მოსახლეებს, მიწის ნაკვეთის მესაკუთრეებს, მიწით მოსარგებლეებსა და მართლზომიერ მფლობელებს მანგლისში მიწის სისტემური რეგისტრაციის პროექტის დაწყების შესახებ ეცნობათ. საპილოტო პროექტის ფარგლებში, რეგისტრაციისათვის საჭირო ყველა პროცედურას საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლების, მედიატორების, კონტრაქტორი კომპანიისა და რეგიონული ფასილიტატორების დახმარებით, მოქალაქის ნაცვლად, თავად განახორციელებს.

„ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების“ პროექტის მიწის ბაზრის განვითარების კომპონენტი მსოფლიო ბანკის ხელშეწყობით მიმდინარეობს. საპილოტო პროექტი მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო რეფორმის მეორე ეტაპია და წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებში, ყველა მიწის ნაკვეთის სისტემურად და პროაქტიულად მოპოვებული და დამუშავებული მონაცემების საფუძველზე რეგისტრაციას გულისხმობს.

პროექტი არ ზღუდავს მოქალაქეებს განცხადებით, ინდივიდუალურად მიმართონ საჯარო რეესტრს და ნაკვეთები თავად დაირეგისტრირონ.

საზოგადოებრივ ცენტრებს საპილოტე პროექტის წარდგენისას სპეციალური რუკან იყო წარმოდგენილი სადაც 45 - ვე საზოგადოებრივი ცენტრის მდებარეობა იყო ასახული, ასევე დარიგდა საინფორმაციო ფურცლები სადაც ცენტრების კონცენფციაზე იყო საუბარი.

ინფრომაციისთვის, საქართველოში მოქმედ 45 საზოგადოებრივ ცენტრში, საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებსა და იუსტიციის სახლის ფილიალებში მიწის რეგისტრაციის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მოქალაქეების განცხადების საფუძველზე უკვე 180 000-მდე განცხადება დარეგისტრირდა.

აღსანიშნავია რომ, საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი და ფართომასშტაბიანი ინიციატივაა.

საზოგადოებრივი ცენტრების მეშვეობით, მოსახლეობას საშუალება აქვს სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით. ცენტრი თანამედროვე ინფრასტრუქტურითა და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი სივრცეა, სადაც ხელმისაწვდომია უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეო კონფერენციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივ ცენტრებში დასაქმებული არიან საგანგებოდ შერჩეული და გადამზადებული ადგილობრივი კადრები, რომლებიც, ელექტრონული მმართველობის საშუალებით, გასცემენ ცენტრალური ხელისუფლებისა და კერძო სექტორის სერვისებს. ცენტრში ასევე განთავსებულია მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის ოფისი.

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics