2017-07-26 11:06:49, 2409 ნახვა
საზოგადოება
დიდუბეში სახლის დემონტაჟის დროს ერთი ადამიანი დაიღუპა, რამდენიმე კი დაშავდა
დიდუბეში, სოხუმის ქუჩაზე ავარიული სახლის დემონტაჟის დროს რამდენიმე მუშა ნანგრევებში მოჰყვა.
ნანგრევებიდან ამოყვანის შემდეგ ერთ-ერთი დაშავებული უგონო მდგომარეობაში იმყოფებოდა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
კიდევ ერთი დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. არსებული ინფორმაციით, მისი მდგომარეობა მძიმეა.
უბედური შემთხვევა დიდუბეში დაახლოებით ერთი საათის წინ მოხდა. ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სამაშველო ბრიგადები.
ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან