01:27 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-26 09:56:48, 2467 ნახვა

პოლიტიკა
პარლამენტის რიგგარეშე სხდომა დღეს გაიმართება

პრეზიდენტმა 26 ივლისს რიგგარეშე პლენარული სხდომის დანიშვნის შესახებ პარლამენტის თხოვნა დააკმაყოფილა.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ გუშინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„პრეზიდენტმა დააკმაყოფილა პარლამენტის თხოვნა, 26 ივლისს რიგგარეშე სხდომის დანიშვნის თაობაზე. მოგეხსენებათ, სხვა საკითხებთან ერთად, სხდომაზე დეპუტატები პრეზიდენტის მიერ წარდგენილ მოტივირებულ შენიშვნებზე იმსჯელებენ. პრეზიდენტი, კიდევ ერთხელ მოუწოდებს საკანონმდებლო ორგანოს, გაითვალისწინოს თვითმმართველობის მნიშვნელობა, ნუ შეაფერხებენ ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას და მოუსმინონ საკუთარ მოსახლეობას“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

შეგახსენებთ, პრეზიდენტმა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსს” და „საარჩევნო კოდექსში“ შესატან ცვლილებებს ვეტო 20 ივლისს დაადო.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ჟურნალისტი გელა მთივლიშვილი წერს, რომ თავს დაესხნენ
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics