|
2017-07-25 18:48:49, 2463 ნახვა
ეკონომიკა
„ტერაბანკმა“ 12.5 მილიონი დოლარის დაფინანსება მიიღო
„ტერაბანკს“ და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას (FMO) შორის დღეს თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმდა. FMO-ს ფინანსირებით, საქართველოში მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების ხელშეწყობისთვის და ბიზნესში ქალების ჩართულობის მხარდასაჭერად 12,5 მილიონი დოლარი გამოიყო. ხელშეკრულებას ხელი მოაწერეს „ტერაბანკის“ გენერალურმა დირექტორმა, თეა ლორთქიფანიძემ და FMO-ს საინვესტიციო ოფიცერმა, იან-ვილემ ჰოეკმა. ამ ხელშეკრულების გაფორმებით იწყება „ტერაბანკს“ და ნიდერლანდების განვითარების ფინანსურ კომპანიას შორის გრძელვადიანი ურთიერთობა, რაც დაფინანსების გარდა მოიცავს FMO-ს მხრიდან „ტერაბანკისთვის“ კონსულტაციების გაწევას ბიზნესში ჩართული ქალების მხარდაჭერის მიმართულებით. როგორც ცნობილია, „ტერაბანკი“ ორიენტირებულია მცირე და საშუალო ბიზნესზე და ამ სეგმენტზე გათვლილი გრძელვადიანი საკრედიტო რესურსების მოზიდვა შესაძლებლობას მისცემს ბანკს, რომ კიდევ უფრო გააფართოოს დაკრედიტება ამ მიმართულებით. ღონისძიება 14:00-ზე სასტუმრო ბილტმორში გაიმართა. ცერემონიას დაესწრო ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, FMO-ს წარმომადგენლები, ნიდერლანდების ელჩი, „ტერაბანკის“ ბიზნესკლიენტებიდა პარტნიორები, ბანკის მენეჯმენტი და არასამთავრობო ორგანიზაციები. „ტერაბანკი“ უკვე 18 წელია რაც ბაზარზეა, თუმცა „ტერაბანკის“ სახელით მხოლოდ რებრენდინგის შემდეგ პოზიციონირებდა. ბანკი არაბულ საინვესტიციო ჰოლდინგს - დაბი ჯგუფს ეკუთვნის. მისი მთავარი აქციონერი შეიხი ნაჰაიან მუბარაქ ალ ნაჰაიანია, რომელსაც საქართველოში 250 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული, საბანკო და სასტუმრო ბიზნესის მიმართულებით. ნიდერლანდების განვითარების ფინანსური კომპანია 1970 წელს დაარსდა და წარმოადგენს საჯარო-კერძო პარტნიორობას. კომპანიის წილების 51%-ს ფლობს ჰოლანდის სახელმწიფო, ხოლო 49%-ს - კომერციული ბანკები, პროფკავშირები და კერძო სექტორის სხვა წარმომადგენლები. FMO აქვს სამმაგი A რეიტინგი როგორც Fitch-საგან, ასევე Standard & Poor’s-საგან. სტაბილური ზრდის ხელშეწყობის მიზნით, FMO ახდენს ინვესტირებას სხვადასხვა ბიზნესში, პროექტებსა და ფინანსურ ინსტიტუტებში, როგორც კაპიტალის უზრუნველყოფით, ასევე ცოდნისა და კავშირების გაზიარებით.
(R)
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)