02:01 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-25 15:35:32, 2251 ნახვა

საზოგადოება
პრეზიდენტი მოქალაქეებს, რომლებმაც საოკუპაციო ხაზთან პატრულირება დაიწყეს, სიფრთხილისკენ მოუწოდებს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მოქალაქეებს, რომლებიც საოკუპაციო ზონაში სამოქალაქო პატრულირებას ახორციელებენ, სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

ამის შესახებ პრეზიდენტის პრესსპიკერმა ეკა მიშველაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ საოკუპაციო ზოლთან მდგარი ადამიანები საკუთარი ქმედებით ქართველი ხალხის სიმტკიცეს და ოკუპაციის მიმართ შეურიგებლობას გამოხატავენ.

„პირველ რიგში გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოების წევრებს, რომლებიც ამ წუთებში საოკუპაციო ზონაში სამოქალაქო პატრულირებას აწარმოებენ. პრეზიდენტის აზრით, დღეს საოკუპაციო ზოლთან მდგარი ადამიანები საკუთარი ქმედებით ქართველი ხალხის სიმტკიცეს და ოკუპაციის მიმართ შეურიგებლობას გამოხატავენ. ეს სულისკვეთება საბოლოოდ ჩვენს ქვეყანას აუცილებლად მიიყვანს გამარჯვებამდე. ამასთანავე, პრეზიდენტი სამოქალაქო აქტივისტებს სიფრთხილისკენ მოუწოდებს; არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მავთულხლართების მეორე მხარეს დგას ის ძალა, რომელიც მუდმივად ეძებს და აწყობს პროვოკაციებს“, - განაცხადა ეკა მიშველაძემ.

შეგახსენებთ, საზოგადოებრივი მოძრაობის „ძალა ერთობაში“ ინიციატივით, საოკუპაციო ხაზთან მოქალაქეებმა დღეიდან პატრულირება დაიწყეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics