|
2017-07-25 14:15:33, 2338 ნახვა
სამართალი
ადვოკატი: ტარას შავშიშვილმა დაადასტურა, რომ მას მამალაძემ უთხრა, შორენა თეთრუაშვილი ხომ არაფერს „უჩალიჩებდა“
„ტარას შავშიშვილმა დაკითხვის აღნიშნა, რომ გიორგი მამალაძემ მას უთხრა, შორენა თეთრუაშვილი ხომ არაფერს „უჩალიჩებდა“, რადგან უცნაური თხოვნა ჰქონდა მასთან, რომელიც სასულიერო პირის მდგომარეობიდან და მისი შესაძლებლობიდან არ გამომდინარეობდა“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ადვოკატმა პაატა მეხრიშვილმა დეკანოზის მეგობრის, ბრალდების მხარის მოწმის, ტარას შავშვილის დაკითხვის შემდეგ განუცხადა. მეხრიშვილის თქმით, მას არ დაუკონკრეტებია, თუ რა თხოვნა ჰქონდა შორენა თეთრუაშვილს მამა გიორგი მამალაძესთან. „როდესაც სხვადასხვა ინფორმაციას აწვდიდა სასულიერო პირებზე ტარას შავშიშვილი პატრიარქს, პატრიარქი ეუბნებოდა, რომ მას არ ჰქონდა სასულიერო პირებზე საუბრის უფლება და ურჩევდა მიეხედა საკუთარი საქმისთვის. მოწმემ დაადასტურა, რომ დეკანოზი შორენა თეთრუაშვილს ხშირად არ ეკონტაქტებოდა, არ ესაუბრებოდა და ახდენდა მის იგნორირებას გარკვეულ საკითხებთან მიმართებაში“, - აღნიშნა პაატა მეხრიშვილმა. ტარიელ შავშიშვილის დაკითხვა უკვე დასრულდა. მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია. შავშიშვილი კვლავ სასამართლოში რჩება. ცოტა ხანში სოსო ოხანაშვილის „სკაიპის“ მეშვეობით დაკითხვა უნდა დაიწყოს და სამართლებრივი პროცედურის მიხედვით, ტარას შავშიშვილმა უნდა დაადასტუროს, რომ პირი, რომელიც „სკაიპით“ ჩაერთვება, ნამდვილად სოსო ოხანაშვილია. თავად ტარას შავშიშვილს საპატრიარქოს დაცვის სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი ეკავა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)