2017-07-25 10:41:28, 2437 ნახვა
საზოგადოება
დღეს დაბა მანგლისში ფორუმი „დარეგისტრირდი და გახდი მესაკუთრე“ გაიმართება
დღეს 18:00 საათზე დაბა მანგლისში ფორუმი „დარეგისტრირდი და გახდი მესაკუთრე" გაიმართება.
მოსახლეობას საკუთარ პროგრამებსა და პროექტებს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სამინისტროს ირიგაციის პროექტის კომპონენტის, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს, გარემოს დაცვის სამინისტროს, შემოსავლების სამსახურის, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, პროექტის: „აწარმოე საქართველოში", გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები გააცნობენ.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან