2017-07-24 15:46:25, 2245 ნახვა
საზოგადოება
„MAN“-ის ახალი ავტობუსები N140 მარშრუტზე გავიდნენ
დღეიდან N140 მარშრუტსაც „MAN“-ის მარკის ავტობუსები ემსახურებიან.
თბილისის მერიის ინფორმაციით, მარშრუტი პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის, ჭავჭავაძისა და რუსთაველის გამზირების გავლით ბარათაშვილის ქუჩამდე მოძრაობს.
18 ივლისიდან - დიდ დიღომში ახალი, თანამედროვე ავტობუსების ბაზის გახსნის შემდეგ, “MAN”-ის ავტობუსები უკვე 5 მარშრუტზე: N14, 21, 24 88 და N140-ზე გავიდნენ. უახლოეს ხანში “MAN”-ის ავტობუსების N39-სა და N150-ზე გაშვება იგეგმება.
(NS)
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან