|
2017-07-24 14:40:33, 2403 ნახვა
ეკონომიკა
„სტარტაპერის“ ფარგლებში სტარტაპები უკვე 2 მილიონი ლარით დაფინანსდნენ
თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერი" 5 თვის შედეგებს აჯამებს. პროგრამის დაწყებიდან დღემდე, სტარტაპსესხით უკვე 50-მა სტარტაპერმა ისარგებლა და დამწყები ბიზნესების ხელშესაწყობად 2 მილიონი ლარის ფინანსური რესურსი გაიცა. პროგრამაში მონაწილე სტარტაპები სხვადასხვა სფეროში ოპერირებენ, მათ შორისაა: სამშენებლო სექტორი, ფეხსაცმლისა და ტანსაცმლის წარმოება, სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, ტრანსპორტირება და ლოჯისტიკა, ჯანდაცვა, ტექნოლოგიები და სხვა. სტარტაპსესხის გარდა, პროგრამის ფარგლებში, სპეციალურად სტარტაპერებისთვის შეიქმნა საბანკო პროდუქტების პაკეტი, სტარტაპ-ენერჯი ბარათი („სოკარ პეტროლეუმ ჯორჯიასა" და თიბისი ბანკის ერთობლივი ბარათი, რომელიც საწვავზე 15 თეთრიან ფასდაკლებას გულისხმობს) და სტარტაპლიზინგი. დამწყებ ბიზნესებს ამ პროდუქტებზე შეღავათიანი ტარიფებით სარგებლობის შესაძლებლობა აქვთ. 5 თვის განმავლობაში „სტარტაპერის" საბანკო პროდუქტების პაკეტით უკვე 6 000-მდე სტარტაპკომპანიამ ისარგებლა. სტარტაპ-ენერჯი ბარათით კი 200-მდე სტარტაპერმა. დიდ ინტერესს იწვევს სტარტაპერების მხირდან პროგრამის არაფინანსური აქტივობებიც. პროგრამის დაწყებიდან დღემდე სპეციალურად სტარტაპერებისთვის დანერგილი ტრენინგებისა და მასტერკლასების კურსს, რომლებსაც სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები უძღვებიან, უკვე 300-მდე სტარტაპერი დაესწრო, რაც მათ ბიზნესის მართვის უნარების გაუმჯობესებაში დაეხმარათ. პროგრამის კიდევ ერთი არაფინანსური ნაწილი სტარატაპერების მედიამხარდაჭერა და მათი პოპულარიზაციის ხელშეწყობაა. პროგრამის მედიაპარტნიორმა ვებგვერდებმა: Ambebi.ge, Bpn.ge, Marketer.ge, News.ge და გადაცემა „საქმიანი დილის" რუბრიკა „სტარტაპერმა "4 თვის განმავლობაში უკვე 170 სტარტაპკომპანია და მათ დამფუძნებლები გააცნეს საზოგადოებას და მათზე სტატიები, ინტერვიუები და რეპორტაჟები მოამზადეს. პროგრამის ფარგლებში, სპეციალურად სტარტაპერებისთვის სიახლეები მუდმივად ინერგება და უახლოეს მომავალში არაერთი ინიციატივისა და პროექტის განხორციელება იგეგმება. თიბისი ბანკის პროგრამა „სტარტაპერის" შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება შესაძლებელია „სტარტაპერის" ვებგვერდზე - www.startuperi.ge
(R)
მსახიობი სერგეი ბეზრუკოვი ოკუპირებულ აფხაზეთში იმყოფება
გახარია: სანამ ოცნება იტყუება, ჩვენ ვიცავთ საქართველოს ინტერესებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში
„ფაშისტურ-ნაცისტურ“ დაჯგუფებაში მყოფს მოზარდს წამებისთვის თითქმის 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმები მშვიდობას აახლოებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ანკარაში განაცხადა, რომ კიევი მზადაა რუსეთთან „უპირობო ცეცხლის შეწყვეტისთვის“
ISW: რუსეთის არმიის რეალური წარმატებები უკრაინაში პუტინის მიერ განცხადებულზე ხუთჯერ ნაკლები აღმოჩნდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)