|
2017-07-24 12:02:01, 849 ნახვა
რეგიონი
ზურაბ პატარაძე ხულოს მუნიციპალიტეტს სტუმრობს
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ხულოს მაჟორიტარ დეპუტატთან ანზორ ბოლქვაძესთან და „გოდერძი რიზორტსის" ხელმძღვანელთან ზურაბ ჭურკვეიძესთან ერთად მწვანე ტბის ტერიტორიაზე განსახორციელებელ პროექტს ადგილზე გაეცნო. აჭარის მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, კურორტის ხელმძღვანელი მთავრობის თავმჯდომარეს ამ ეტაპზე მიმდინარე პროცესებზე, დაგეგმილ სიახლეებზე და კურორტის განვითარების გეგმებზე ესაუბრა. ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ულამაზესი მწვანე ტბა მაღალმთიან აჭარაში პოპულარული და ტურისტულად დატვირთული მარშრუტია. პატარაძემ აღნიშნა, რომ მას სამთო ტურიზმის განვითარებისთვის საკმაოდ დიდი პერსპექტივები აქვს. ამ ეტაპზე მწვანე ტბამდე მისასვლელი გზის რეაბილიტაციის დასკვნითი ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს. ზურაბ პატარაძემ რეაბილიტირებული საავტომობილო გზა დაათვალიერა. 6,5 კმ სიგრძის გზის მოხრეშვა მოშანდაკება და შევიწროვებული ადგილების გაფართოება აჭარის გზებისა და სამელიორაციო სისტემების მართვის დეპარატამენტმა განახორციელა. ხულოს მუნიციპალიტეტში არსებული მწვანე ტბის სარეკრეაციო ადგილის კეთილმოწყობის პროექტს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს. მიმდინარე წელს პროექტირების პროცესი დასრულდება და სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყება. პროექტის მიხედვით კეთილმოეწყობა ტერიტორია და მოსასვენებელი ადგილები, მოეწყობა წყლის სიტემა და განთავსდება სანაგვე ურნები. პროექტი 2018 წელს დასრულდება. (NS)
ევროკომისიის სპიკერი: უნდა გაათავისუფლონ ვახო სანაია, ყველა სხვა დაკავებული პირიც
რუმინეთის პრეზიდენტი ქვეყნის საჰაერო სივრცეში რუსული დრონის ჩამოგდებას იუწყება
კიდევ ერთი გამარტივებული პროცესი თიბისისგან თვითდასაქმებულებისთვის
ოცნების საგარეო: ვიმედოვნებთ, 6-თვიან პერიოდში EU გადახედავს ყულევის დასანქცირებას
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
რუსეთმა ოდესასთან ახლოს თურქულ გემს დაარტყა, რის შედეგადაც ხუთი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)