01:24 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-24 11:12:57, 1874 ნახვა

საზოგადოება
ისრაელის იმიგრაციის სამსახური და საელჩო, არალეგალებს საქართველოში „ღირსეულად და ნებაყოფლობით“ დაბრუნებას სთავაზობს

ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური და ისრაელში საქართველოს საელჩო, ისრაელში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს, შესაძლებლობას აძლევს, „ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ სამშობლოში“.

ამის შესახებ ისრაელის იმიგრაციის სამსახურისა და საქართველოს საელჩოს ერთობლივ განცხადებაშია აღნიშნული:

„საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ისრაელში იმყოფებიან არალეგალურად ან  მოითხოვეს თავშესაფარი და სურთ საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნება, ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური საქართველოს საელჩოსთან ერთად ასეთ მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას ღირსეულად და ნებაყოფლობით დაბრუნდნენ სამშობლოში, რაშიც მათ გაეწევათ შესაბამისი დახმარება.

საქართველოში ნებაყოფლობით დაბრუნების მსურველმა მოქალაქეებმა ა.წ. 24 ივლისიდან 30 ოქტომბრამდე განცხადებით უნდა მიმართონ ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურს შემდეგ მისამართზე: მიცვა კადეშის ქუჩა 64, ბნეი ბრაკი, მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახურის ნებაყოფლობითი დაბრუნების დეპარტამენტი,  ან ინფორმაციის მისაღებად დაუკავშირდნენ საქართველოს საელჩოს  ტელ: 036093206, ელექტრონული ფოსტა: israel.cons@mfa.gov.ge; 

იმ მოქალაქეებს, ვინც აღნიშნული ერთობლივი ინიციატივის ფარგლებში ნებაყოფლობით დაბრუნდება საქართველოში:

-         ისრაელის სახელმწიფოში შემოსვლაზე შეზღუდვა დაუწესდებათ მხოლოდ 1 წლის ვადით, რომლის გასვლის შემდეგ მათ შეეძლებათ კვლავ ეწვიონ ისრაელს როგორც ტურისტებს, შესაბამისი ვიზით ან „შრომითი მიგრაციის შესახებ ხელშეკრულების“ ფარგლებში მიღებული სპეციალური სამუშაო ვიზით, მას შემდეგ რაც მხარეები მიაღწევენ შეთანხმებას და ხელს მოაწერენ აღნიშნულ ხელშეკრულებას;

-         საქართველოში გასამგზავრებელ ავიაბილეთებს აუნაზღაურებს ისრაელის მოსახლეობის, იმიგრაციისა და საზღვრის დაცვის სამსახური;

-         მიეცემათ შესაძლებლობა საქართველოში დაბრუნების შემდეგ ჩაერთონ რეინტეგრაციის პროგრამებში (აღნიშნულის თაობაზე დამატებით იხ.: http://israel.mfa.gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=1688).   

დამატებითი ინფორმაციისათვის დაუკავშირდით ისრაელის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურს, ტელ: 036093206

ისრაელში მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს მოგმართავთ თხოვნით მაქსიმალურად შეუწყოთ ხელი ზემოხსენებული ინფორმაციის გავრცელებას დაინტერესებულ საქართველოს მოქალაქეებისათვის!“, - ნათქვამია განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics