01:24 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-23 16:44:36, 2643 ნახვა

საზოგადოება
გიორგი მარგველაშვილი სოფელ სნოში სასტუმროს გახსნას დაესწრო

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა  პრემიერთან და პატრიარქთან ერთად საპატრიარქოს შემოწირული თანხებით აშენებული სასტუმროს "სნო'' გახსნის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

ცერემონიაზე შეკრებილ სტუმრებს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს სიტყვით  პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა მიმართა და ქვეყნის განვითარებაში ეკლესიის უმნიშვნელოვანეს როლზე ისაუბრა.

"თქვენგან ჩვენ ვისწავლეთ ძალა აგრესიის გარეშე, სიყვარული პირფერობის გარეშე, თქვენგან ვისწავლეთ რწმენა, რწმენა ფანატიზმის გარეშე, თქვენ ნამდვილად შეძელით და განამტკიცეთ ჩვენი ერი.ჩვენთვის უაღრესად მნიშვნელოვანია ის მტკიცე ხელი, რომლითაც თქვენ ქართული ეკლესიის მეშვეობით ქართული სახელმწიფოს განვითარებასაც განაპირობებთ, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ეკლესია და სახელმწიფო საქართველოში გაყოფილია, გავლენა ყველაზე ავტორიტეტული ინსტიტუტისა პოლიტიკურ პროცესებზე უდაოა" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმრო სოფელ სნოში პატრიარქის რეზიდენციის ტერიტორიაზე აშენდა და კონცეფციის მიხედვით, სასტუმროდან შემოსული თანხა სოფლის განვითარებას და ადგილოვრივ მოსახლეობას მოხმარდება.

დღესვე ახალი წიგნის პრეზენტაციაც გაიმართა.

 ოთხტომეული პატრიარქის პირად მიმოწერას აერთიანებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics