|
2017-07-22 10:43:19, 3012 ნახვა
სამართალი
შსს-მ რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავებული მწყემსი საქართველოში დააბრუნა
შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციამ დაკარგული მწყემსი დააბრუნა. როგორც უწყების განცხადებაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 19 ივლისს შსს-ს სასაზღვრო პოლიციის N5 სამმართველოს (ლაგოდეხი) სასაზღვრო სექტორ „შილდას“ დაუკავშირდა მწყემსი და აცნობა, რომ 18 ივლისს, შებინდებისას საძოვრიდან მხოლოდ ცხვრის ფარა დაბრუნდა, ხოლო მისი ნაცნობი მწყემსი, საქართველოს მოქალაქე, 1977 წელს დაბადებული ზურაბ ჩახტაური გაუჩინარდა. „შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტში, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასაგამოძიებო მოქმედებები დაიწყო, რომლის ფარგლებშიც გაირკვა, რომ იგი, სავარაუდოდ, რუსმა მესაზღვრეებმა რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაღესტნის მხარეს, სასაზღვრო ზოლის დარღვევის გამო დააკავეს. ასევე გაირკვა, რომ ზურაბ ჩახტაურს სასაზღვრო ზოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ცხვრის ძოვების უფლება და სპეციალური საშვი ჰქონდა. 21 ივლისს რუსმა მესაზღვრეებმა ქართველი მწყემსი საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის ბლოკ-საგუშაგო „ვებოს“ დასაცავ მონაკვეთზე ქართულ მხარეს გადმოსცეს. ზურაბ ჩახტაური სასაზღვრო პოლიციის შვეულმფრენის საშუალებით უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს“, - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)