|
2017-07-21 16:41:07, 2506 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი ბათუმში ჩატარებულ კონფერენციაზე: არცერთი დღემდე ჩატარებული კონფერენცია არ იყო ისეთი მასშტაბის, როგორც წელს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მთავრობის სხდომაზე ბათუმში ჩატარებულ კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა რეგიონული სტაბილურობისთვის“ გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ის ძალიან წარმატებული იყო. პრემიერმა ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს მადლობა გადაუხადა. „მინდა გამოვეხმაურო ბათუმში ჩატარებულ კონფერენციას „საქართველოს ევროპული გზა რეგიონული სტაბილურობისთვის“ და მადლობა გადავუხადო მინისტრს ბატონ ვიქტორ დოლიძეს. ძალიან წარმატებული კონფერენცია იყო. არცერთი დღემდე ჩატარებული კონფერენცია არ იყო ასეთი მასშტაბის როგორც წელს იყო. ძალიან კარგია, რომ კონფერენცია ჩატარდა თანამონაწილეობით ესტონეთის როგორც ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის და ასევე ლენარტ მერის კონფერენციის. მე ვფიქრობ, რომ ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ქვეყნისთვის გამომდინარე იქიდან, რომ ამ კონფერენციაზე ასევე შედგა ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგი ახალი თანამშრომლობის ფორმებზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან მიმართებაში, ხელმოწერილი იქნა მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები , მათ შორის ევროპის საინვესტიციო ბანკთან 250 მილიონი ევროს დაფინანსების თაობაზე. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი გამოყოფს აჭარაში, ბათუმისთვის 30 ახალი ავტობუსის შესაძენად. აქედან გრანტი იქნება 1,5 მილიონი ევრო, 5,5 მილიონი ევრო არის საკრედიტო დაფინანსება და ნაწილი იქნება ელექტრო ავტობუსები, ასევე რაც სიახლეა ჩვენს ქვეყანაში და ვფიქრობ უფრო და უფრო მეტი აქცენტი გაკეთდება მომავალში სუფთა ტრასპორტის მიმართულებით",-განაცხადა პრემიერმა.
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
რუსეთის ფედერაციამ სუმის ოლქი დაბომბა: 5 დაღუპული, 11 დაჭრილი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)