|
2017-07-21 16:02:10, 2488 ნახვა
ეკონომიკა
აბასთუმნის ობსერვატორიამ ბიზნესდაჯილდოების მონაწილებს უმასპინძლა
“თიბისი ბანკისა” და ჯეოსელის ერთობლივი პროექტის „ბიზნესდაჯილდოება 2017-ის" ფარგლებში, აბასთუმანში, ასტროფიზიკური ობსერვატორიის ტერიტორიაზე, ჯეოსელმა ნომინაციის „წლის ინოვაციური ბიზნესი" პრეზენტაცია გამართა. “თიბისი ბანკის” საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, პრეზენტაციაზე შეკრებილ საზოგადოებას პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული კომპანიები წარუდგინეს. მათივე ინფორმაციით, ღონისძიების მთავარი მიზანი თბილისს გარეთ, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სამეცნიერო კვლევების და აღმოჩენების ადგილას იმ წამოწყებებისა და გამოგონებების თავმოყრა იყო, რომლებიც ბიზნესის და ზოგადად, ქვეყნის განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ნომინაცია „წლის ინოვაციური ბიზნესი" გულისხმობს როგორც ტექნოლოგიურ, ასევე ბიზნეს პროცესების ინოვაციურ მიდგომას. ამიტომ, წარმოდგენილი კომპანიები გამოირჩევიან თემების მრავალფეროვნებით. აბასთუმნის პრეზენტაციზე ყველა მონაწილე კომპანიას მიეცა საშუალება წარედგინა თავისი ბიზნესი, გაეზიარებინათ ერთმანეთისთვის გამოცდილება და გაეცნოთ საზოგადოებისთვის თავიანთი მიღწევები და გეგმები. პრეზენტაციის დასაწყისში ბიზნესდაჯილდოების პროექტისა და კერძოდ, ნომინაციის „წლის ინოვაციური ბიზნესის" შესახებ ისაუბრეს ჯეოსელის ბიზნეს მიმართულების დირექტორმა, მალხაზ ჟორჟიკაშვილმა და თიბისი ბანკის გენერალური დირექტორის მოადგილემ ნიკა ქურდიანმა. ბიზნესდაჯილდოებას თიბისი ბანკი და ჯეოსელი წარმოგიდგენთ, პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ახალი ბიზნესების შექმნას და მხარი დაუჭიროს არსებული ბიზნესების განვითარებას. დაჯილდოების მთავარი სლოგანია #გააზიარეწარმატება. ორგანიზატორები პროექტში მონაწილე კომპანიებს შესაძლებლობას აძლევენ, თავიანთი წარმატების ისტორიები სოციალური ქსელების და მედიის მეშვეობით მთელ საქართველოს გაუზიარონ.
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
ათობით ადამიანი დაშავდა, საცხოვრებელი შენობა განადგურდა დნეპრზე მომხდარი დარტყმის შემდეგ
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)