00:50 - 06 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-21 11:48:12, 1894 ნახვა

საზოგადოება
სასჯელაღსრულების სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა განაცხადებს იღებს

სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საკოორდინაციო საბჭო, სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატურებზე გამოცხადებულ ვაკანსიებთან დაკავშირებით, განაცხადების მიღებას განაგრძობს. ვაკანსიები არასამთავრობო ორგანიზაციისა და საგანმანათლებლო დაწესებულების კვოტითაა  გამოცხადებული და არაანაზღაურებადია.

კონკურსი გამოცხადებულია შემდეგ თანამდებობებზე (ანაზღაურების გარეშე):

• აღმოსავლეთ საქართველოს პირველი ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი);

• აღმოსავლეთ საქართველოს მეორე ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი);

• აღმოსავლეთ საქართველოს მესამე ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი);

• დასავლეთ საქართველოს ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი);

• არასრულწლოვანთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი);

• ქალ მსჯავრდებულთა საქმეების განმხილველი ადგილობრივი საბჭო - 2 ვაკანსია (არასამთავრობო ორგანიზაციის 1 წარმომადგენელი და უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების 1 წარმომადგენელი).

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ადგილობრივი საბჭოების წევრობის კანდიდატთა შესარჩევ კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამთავრობო ორგანიზაციას, რომლის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია, რეგისტრაციაში გატარების მომენტისთვის, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვას ითვალისწინებს; საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს.

კონკურსში მონაწილე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლისთვის საჭიროა საქმიანობის გამოცდილება ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელს კი, უნდა ჰქონდეს სისხლის სამართლის, კრიმინოლოგიის, ფსიქოლოგიის ან სოციალურ-პოლიტიკური მეცნიერების განხრით მუშაობის გამოცდილება, ხოლო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენლის შერჩევისას, უპირატესობა იმ პედაგოგს მიენიჭება, რომელსაც კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებთან მუშაობის გამოცდილება აქვს.

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და უმაღლესი/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების წარმომადგენლებმა სამინისტროს ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატურები ვაკანსიის გამოცხადებიდან ხუთი სამუშაო დღის ვადაში, სამინისტროს საკოორდინაციო საბჭოში უნდა წარადგინონ. კანდიდატები წარდგენის ვადის ამოწურვიდან ხუთ დღეში შეირჩევიან, რაც დასამტკიცებლად სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრს წარედგინება.

საკოორდინაციო საბჭოში შესულ მიმართვას თან უნდა ახლდეს ადგილობრივი საბჭოს წევრობის კანდიდატის რეზიუმე და სამოტივაციო წერილი. აღნიშნული დოკუმენტები და კანდიდატისთვის მნიშვნელოვანი სხვა ინფორმაცია მიიღება ელ.ფოსტაზე:tgelovani@moc.gov.ge 2017 წლის 21 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით. საკონტაქტო ტელეფონი (+995 32) 231 27 47 (7424), 1500 (7424).

 

(NS)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
„თეგეტამ“ რუსთავის ჭალის ტყის აღდგენისთვის გამწვანების აქცია გამართა
საპატრიარქომ იობის განათლება აღიარა და მას შესაბამისი ხარისხი მიანიჭა
აპრილში „ექსპრესნიუსი“ 1.7 მილიონჯერ წაიკითხეს, სოციალურ ქსელებში, ახალ ამბებს 11 მილიონი ადამიანი გაეცნო
რუსეთის ტერიტორიის მეოთხედი და მოსახლეობის 70% უკრაინული დრონების მოქმედების რადიუსში იმყოფება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics