2017-07-21 09:20:31, 3072 ნახვა
მსოფლიო
ძლიერი მიწისძვრა ეგეოსის ზღვაში - 2 ადამიანი დაიღუპა, 120-მდე კი, დაშავდა
ეგეოსის ზღვაში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ნგრევის შედეგად დაშავებული ადამიანების რიცხვს ამ დრომდე აზუსტებენ.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაზიანებები 120-მდე ადამიანმა მიიღო.
6.7 მეათედი მაგნიტუდის სიძლიერის მიწისძვრა ეგეოსის ზღვის თურქეთის სანაპიროზე ყველაზე ძლიერად ბოდრუმთან და მარმარისთან იგრძნობოდა.
როგორც ბოდრუმის მერმა აღნიშნა, ბიძგებმა თითქმის 7 მაგნიტუდას მიაღწია.
„ადგილობრივები პანიკაში ჩავარდნენ. ძირითადად ის ნაგებობები დაზიანდა, რომელიც ზღვის ნაპირზე მდებარეობს. ბიძგები გამთენიამდე გრძელდებოდა“,-განაცხადა მერმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან