|
2017-07-20 16:33:51, 2363 ნახვა
სამართალი
ე.წ. ფოტოგრაფების საქმეზე სასამართლომ დავით დევნოზაშვილი და ალექსანდრე მუხაძე დამნაშავედ ცნო
თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ „ფოტოგრაფების საქმეზე“ ბრალდებულების ალექსანდრე მუხაძისა და დავით დევნოზაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი დაადგინა. სასამართლომ დავით დევნოზაშვილს 4 წლითა და 6 თვით, ხოლო ალექსანდრე მუხაძეს 1 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა. მათვე 1 წლისა და 6 თვის ვადით ჩამოერთვათ საჯარო სამსახურში თანამდებობის დაკავების უფლება. „სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია ბრალდებულთა მხრიდან ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენის ფაქტები. კერძოდ, დავით დევნოზაშვილი დამნაშავედ ცნეს სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში, ჩადენილი ძალადობით და დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით, რამაც ფიზიკური პირისა უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. რაც შეეხება ალექსანდრე მუხაძეს, ის გამტყუნდა სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისათვის , რამაც ფიზიკური პირის უფლების, საზოგადოების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. საქმეში არსებულ და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წელს ძალოვანი უწყებების ყოფილი მაღალჩინოსნების მხრიდან სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება. კერძოდ, დავით დევნოზაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში იკავებდა საქართველოს შსს კონტრდაზვერვის დეპარტამენტის თბილისის ტერიტორიული სამმართველოს უფროსის მოადგილის თანამდებობას, სასჯელაღსრულების N8 დაწესებულების დირექტორის ალექსანდრე მუხაძის ხელშეწყობით, დაკავებულ პირებთან შეხვედრის წესების უგულვებელყოფით, არაოფიციალურად ცალ-ცალკე შეხვდა ე.წ. „ფოტოგრაფების საქმეზე“ დაკავებულ პირებს და მათგან ფსიქოლოგიური ზეწოლისა და დაშინების გზით მოიპოვა წინასწარ შეთხზული ცრუ აღიარებითი ჩვენებები, ჯაშუშურ ქსელში მონაწილეობის შესახებ“, - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)