05:43 - 26 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-20 14:42:21, 2405 ნახვა

ეკონომიკა
დიმიტრი ქუმსიშვილი სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა

პირველი ვიცე-პრემიერი, ფინანსთა მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი სლოვაკეთის ელჩს საქართველოში რუდოლფ მიხალკასა და სლოვაკეთის დელეგაციას შეხვდა, რომლის შემადგენლობაშიც  სლოვაკეთის ექსიმ ბანკის გენერალური დირექტორი დუშან კეკეტი შედიოდა. 

უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე აღინიშნა საქართველო და სლოვაკეთის წარმატებული თანამშრომლობის მრავალწლიანი ისტორია. 

სამინისტროს ცნობით, შეხვედრაზე აგრეთვე საუბარი ეკონომიკური მიმართულებით თანამშრომლობის დიდ პოტენციალზე წარიმართა , რომელიც ქვეყნებს შორის არსებობს, მათ შორის, ვაჭრობის, ტურიზმისა და სლოვაკეთის მიერ ინვესტიციების განხორციელების მიმართულებით. 

სლოვაკურმა მხარემ სრული მზადყოფნა გამოხატა კონკრეტული საინვესტიციო პროექტების მხარდაჭერის მხრივ, რომელიც საქართველოში შესაძლებელია განხორციელდეს სლოვაკეთის მთავრობისა და ექსიმ ბანკის მხარდაჭერით. 

შეხვედრის დასასრულს, კიდევ ერთხელ აღინიშნა, რომ მხარეები ხელს შეუწყობენ ისეთი ინიციატივების მხარდაჭერას, რომელიც გაზრდის და განავითარებს თანამშრომლობას საქართველოსა და სლოვაკეთს შორის. 

შეხვედრას  ფინანსთა მინისტრის მოადგილე ნიკოლოზ გაგუა და სლოვაკეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი ნოდარ გიორგაძე დაესწრნენ.  

(NS) 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
იტალიის პრემიერ-მინისტრი პუტინის G20-ის სამიტზე მიწვევას ეწინააღმდეგება
მედია: ტრამპმა პაკისტანში ირანთან მოსალაპარაკებლად აშშ-ს დელეგაცია არ გაგზავნა
სუს: დავაკავეთ სუს-ის ყოფილი და შსს-ს მოქმედი თანამშრომელი, ბრალი ედება სუს-დან საიდუმლო ინფორმაციის გატანაში
ირაკლი [დაჩი] ბერაია აუდიტის სამსახურის უფროსის პირველ მოადგილედ დაინიშნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics