|
2017-07-20 14:42:14, 2710 ნახვა
სამართალი
აფგან მუხთარლის საქმე - სასაზღვრო პოლიციის და კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ხელმძღვანელები თანამდებობიდან გათავისუფლდნენ
აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების დასრულებამდე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსმა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორმა თანამდებობები დატოვეს. ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა დღეს გამართლ ბრიფინგზე განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, გამოძიებას არ აქვს უფლება, გამორიცხოს რომელიმე ვერსია და ვინაიდან, მოხდა საზღვრის კვეთა გაურკვეველ ვითარებაში, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. „რა თქმა უნდა ამის თაობაზე ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან. გამომდინარე იქედან, რომ საქმე განეკუთვნება საზოგადოების მაღალი ინტერესის სფეროს და სწორედ ასეთი საქმეების მიმართ ჩვენი დამოკიდებულება განსაზღვრავს ჩვენი უწყების რეპუტაციას, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საზოგადოებას მიმდინარე გამოძიებასთან, საზღვრის ეფექტურ კონტროლთან და კონტრდაზვერვითი საქმიანობის მწარმოებელ სამსახურებთან მიმართებაში არავითარი კითხვა არ დარჩეს. ამიტომ, ზემოაღნიშნულ უწყებასთან კონსულტაციის შემდეგ, მიღებულია ერთობლივი გადაწყვეტილება და შესაბამისი სამსახურების ხელმძღვანელები, რომლებიც უშუალოდ არიან პასუხისმგებელნი ერთის მხრივ სახელმწიფო საზღვრის კონტროლზე და მეორეს მხრივ კონტრდაზვერვით საქმიანობაზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის უფროსი და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრდაზვერვის დეპარტამენტის დირექტორი გამოძიების დასრულებამდე დაკავებულ თანამდებობებს ტოვებენ. ჩვენ დარწმუნებულები ვართ ჩვენი თანამშრომლების უდანაშაულობაში, მაგრამ გამოძიებას არ აქვს უფლება გამორიცხოს რომელიმე ვერსია და ვინაიდან, ნებისმიერ შემთხვევაში მოხდა საზღვრის კვეთა გაურკვეველ ვითარებაში, მიღებულია შესაბამისი გადაწყვეტილება. მიმაჩნია, რომ აღნიშნული ხელმძღვანელი პირების მიერ თანამდებობების დატოვება ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია სამომავლოდ საქმის ირგვლივ ყოველგვარი დაუსაბუთებელი ინტერპრეტაციის თავიდან ასაცილებლად“, - განაცხადა შს მინისტრმა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფგან მუხთარლის საქმეზე გამოძიების შუალედური შედეგები გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)