|
2017-07-20 14:23:18, 2459 ნახვა
სამართალი
თათია დოლიძის საქმეზე გია კორკოტაშვილი დაიკითხა
ორგანიზაცია „სამოქალაქო სოლიდარობის“ ერთ-ერთმა დამფუძნებელმა, გია კორკოტაშვილმა თბილისის მთავარი სამმართველო დატოვა. მან გაეროში საქართველოს ყოფილი ახლაგაზრდა ელჩის, თათია დოლიძის მიმართ მუქარის შემცველ განცხადებებთან დაკავშირებით გამოძიების კითხვებს უპასუხა. როგორც კორკოტაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, კომენტარს ვერ გააკეთებს. „გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მე კომენტარს ვერ გავაკეთებ. დაველოდოთ შემდეგ მოვლენებს“, - განაცხადა გია კორკოტაშვილმა. შეგახსენებთ, თათია დოლიძის მიმართ ჯგუფური გაუპატიურების მუქარა „ქართულ მარშთან“ დაკავშირებით სოციალურ ქსელში გაკეთებულ მის განცხადებას მოჰყვა. დოლიძემ აღმაშენებლის გამზირზე გამართულ აქციას რუსული სცენარი უწოდა. შეგახსენებთ, „ქართველთა მარშის“ რამდენიმე ორგანიზატორი და მონაწილე 16 ივლისს, სოციალურ ქსელში თათია დოლიძის მიმართ სექსუალური ძალადობის შინაარსის და მუქარის შემცველ კომენტარებს წერდნენ. აღნიშნული დოლიძის მიერ „ქართულ მარშთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას მოჰყვა, სადაც მან მარშის მონაწილეები გააკრიტიკა და აქციას რუსული სცენარი უწოდა. მომხდარზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სსკ-ის 151-ე მუხლით დაიწყო, რაც მუქარას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
რუსებმა ოდესაში საცხოვრებელი სახლები დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 15 დაშავდა
რუსებმა დნეპრის ცენტრში მაღალსართულიან შენობა დაბომბეს, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 10 დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)