22:37 - 09 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2017-07-19 20:54:48, 2871 ნახვა

პოლიტიკა
ზურაბ პატარაძე პეტრო პოროშენკოს ბათუმის აეროპორტში დახვდა

ბათუმს სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო ოჯახთან და უკრაინის დელეგაციის წევრებთან ერთად ეწვია.

მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე მეუღლესთან სოფიო ბაკურიძესთან და მთავრობის წევრებთან ერთად დახვდა.

დღესვე, უკრაინის პრეზიდენტმა უკრაინის სახელმწიფო უწყების წარმომადგენლებთან და უკრაინელ ბიზნესმენებთან ერთად ბათუმში გამართულ აჭარის საინვესტიციო ბიზნეს ფორუმში მიიღო მონაწილეობა.

მოგვიანებით კი, პეტრო პოროშენკომ და ზურაბ პატარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართეს შეხვედრა. უკრაინის პრეზიდენტი ბათუმიდან დღეს გაემგზავრება.

უკრაინის დელეგაციას წარმოადგენდნენ : უკრაინის ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის ვიცე პრემიერ-მინისტრი კლიმპუშ ცინცაძე ივანა, უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრი ვოლოდიმირ ომელიანი, საგარეო პოლიტიკისა და ევროპული ინტეგრაციის დეპარტამენტის უფროსი იჰორ ჟოვკა, უკრაინის ეკონომიკური განვითარებისა და ვაჭრობის მინისტრის მოადგილე მიხაილო ტიტარჩუკი, ხვიჩა მეფარიშვილი-უკრაინის პარლამენტის წევრი და საქართველოსთან შიდა საპარლამენტო ურთიერთობების ჯგუფის ხელმძღვანელი ხვიჩა მეფარიშვილი.

 

(NS)









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ორბანმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრის თანამდებობა დატოვა
ზვიად მაისაშვილი: ორივე სპეცრაზმელმა აღიარა დანაშაული, ბოდიში მოიხადეს
ზურაბიშვილმა ევროკავშირის ელჩს დიუშენის მქონე ბავშვების დახმარების თხოვნით მიმართა
ევროპის დღესთან დაკავშირებით ქართული ახალგაზრდული ორგანიზაციები ევროკავშირის ინსტიტუტების ლიდერებს ღია წერილით მიმართავენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics